სააკაშვილი: ამინა ცოცხალი იქნებოდა, პოროშენკო რომ პუტინის აგენტებით იყოს დაკავებული

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქით,, კიევში ჩეჩენ ცოლ-ქმარზე განხორციელებულ თავდასხმას და ამ თავდასხმის დროს ამინა ოკუევას მკვლელობას ეხმაურება.

,,დიდი დანაკლისია უკრაინისთვის…  ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანისთვის და სამწუხაროდ დიდი გამარჯვებაა პუტინის. მე მინდა ვუთხრა პოროშენკოს, რომ მთელი დღე უკან დამყვება 2 ავტომანქანა “ესბეუშნიკებით,, (უკრაინის უშიშროება რედ.) ისინი დღე და ღამე მორიგეობენ ჩემს სახლთან. ისინი რომ პუტინის აგენტებით იყვნენ დაკავებული და არა პუტინის მთავარი მტერით, ამინცა, ვორონკოვიც და პოლკოვნიკი შაპოვალოვიც დღეს ცოცხალნი იქნებოდნენ,,  აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშარტავაზე, ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა
შემდეგი სტატიარუსეთის 50 სუბიექტს აქვს აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, თუმცა ეს მის განვითარებაზე ვერ აისახა