რუსეთის 50 სუბიექტს აქვს აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობა, თუმცა ეს მის განვითარებაზე ვერ აისახა

27 ოქტომბერს სოხუმში გაიმართა რიგით მერვე “რუსეთ-აფხაზეთის საქმიანი ფორუმი”. ამის შესახებ წერს “Российская газета”. ღონისძიების ოფიციალური სპონსორი იყო ეკონომიკური ფონდი “Росконгресс”.
“აფხაზეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთის ეკონომიკურად წარმატებული რეგიონების გამოცდილების გაზიარებას”, – განაცხადა ფორუმზე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. მისი თქმით, მიუხედავად პოზიტიური შედეგებისა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს. “ჩვენ კარგად გვესმის, რომ კონკურენცია ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ყოველწლიურად იზრდება და არაეფექტური, ჩამორჩენილი სახელმწიფოები უკანა პლანზე რჩებიან”, – თქვა ხაჯიმბამ.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის სახელისუფლო სტრუქტურების ჩინოვნიკებმა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა.
აღინიშნა, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაციის 50 სუბიექტს აქვს აფხაზეთთან სისტემატური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, თუმცა ეს მის განვითარებაზე პრაქტიკულად ვერ აისახა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ამინა ცოცხალი იქნებოდა, პოროშენკო რომ პუტინის აგენტებით იყოს დაკავებული
შემდეგი სტატიაცხინვალის რეჟიმი ირწმუნება, რომ იტალიელ მეწარმეებთან კონტაქტები დაამყარა