რუსული სანქციები 360 უკრაინულ კომპანიას და 50-ზე მეტ ფიზიკურ პირს შეეხება

რუსეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დეტალები დაამუშავა – “დოიჩე ველე” რუსეთის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, სანქციები შეეხება 360 იურიდიულ და 50-ზე მეტ ფიზიკურ პირს. მათი სახელები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ “იქ უკრაინელებისათვის ბევრი აღმოჩენა იქნება”.
უკრაინის წინააღმდეგ “სპეციალური ეკონომიკური ზომების” მიღების შესახებ განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 ოქტომბერს გასცა. სანქციები მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა კიევი რუსულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს სანქციებს მოუხსნის. კიევის სანქციების ქვეშაა რუსეთის 750 მოქალაქე და 1700 რუსული ფირმა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიდანია ეჭვობს, რომ ირანი მის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავდა
შემდეგი სტატიაიტალიურმა მაფიამ ძაღლის ლიკვიდაციისთვის ჯილდო დააწესა