დანია ეჭვობს, რომ ირანი მის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავდა

დანიის მთავრობამ სამშაბათს, 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათი მონაცემებით, ირანის დაზვერვა ირანის ოპოზიციური დაჯგუფების ლიდერზე თავდასხმის მოწყობას აპირებდა დანიის ტერიტორიაზე. შეთქმულებასთან დაკავშირებით 21 ოქტომბერს შვედეთში ირანული წარმოშობის ნორვეგიის მოქალაქე დააკავეს – შვედეთის პოლიციამ გაავრცელა. დაკავებულის დანიაში ექსტრადირება მოხდა. დანიური დაზვერვის მონაცემებით, თავდასხმის მიზანი “ახვაზის განმათავისუფლებელი არაბული მოძრაობის” ლიდერი იყო. ორგანიზაციის მიზანია ირანის პროვინცია ხუზესტანში, რომელიც ნავთობით არის მდიდარი, ეთნიკური არაბებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. “ჩვენ საქმე გვაქვს ირანის დაზვერვის სამსახურებთან, რომელიც დანიის ტერიტორიაზე თავდასხმის მოწყობას აპირებს. ცხადია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და არც არასდროს დაგვიშვია” – დანიის დაზვერვის სამსახურის უფროსმა ფინ ბორხ ანდერსენმა თქვა.
ოფიციალურ ირანს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი მექსიკის საზღვართან 7 ათას სამხედროს გააგზავნის
შემდეგი სტატიარუსული სანქციები 360 უკრაინულ კომპანიას და 50-ზე მეტ ფიზიკურ პირს შეეხება