სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, მისივე გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს – იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ სააკაშვილის “ქცევიდან მომდინარე” ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების შესამცირებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტს შესთავაზა მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, – “რაც გამომდინარეობს იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ეკიდება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას ესაჭიროება პირის ინფორმირებული თანხმობა, რომლის ნაცვლადაც საზოგადოებამ იხილა ულტიმატუმის ტოლფასი პირობადებული თანხმობა”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ უწყების სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და იქ მომუშავე მედპერსონალს, ხოლო ექიმების მიმართ უსაფუძვლო უნდობლობის გამოხატვა და შეუთანხმებლად მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა აჭიანურებს და ხელს უშლის ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო ღონისძიებების ჩატარებას

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე.

banner
წინა სტატიაშირუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმების ერთადერთი გზა იქნება, თუ ის საზღვაო გადაზიდვებზე გავრცელდება და მილსადენებით გადაზიდვები სრულად იქნება გათავისუფლებული – უნგრეთის საგარეო მინისტრი
შემდეგი სტატიასაქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური, ყველაზე პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყანაა ამერიკისთვის – დავითაშვილი