რუსული Альфа-Банк-ი საქართველოში შემოდის

g2vpcsw2rna116e„კომერსანტის” ინფორმაციით, საქართველოში რუსული საბანკო გიგანტი Альфа-Банк-ი შემოდის. ამავე ინფორმაციის მიხედვით, Альфа-Банк „კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს” აქტივებს ყიდულობს. ამ ეტაპზე „კავკასიის განვითარების ბანკში” აუდიტია შესული.

„კავკასიის განვითარების ბანკ-საქართველოს” ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია მიმდინარე წლის სექტემბერში გაუუქმა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიცენზიის გაუქმების მიზეზი 2016 წლის 18 აგვისტოს, აზერბაიჯანში სათაო ბანკის გარშემო განვითარებული პრობლემები იყო.

Альфа-Банк-ი 1990 წელს დაარსდა და დღეს უკვე დაახლოებით 21,000 თანამშრომელს აერთიანებს. ბანკის აქციების 99%-ზე მეტს კომპანია АБ Холдинг-ი ფლობს, ხოლო დარჩენილ ნაწილს კი კვიპროსული ALFA CAPITAL HOLDINGS (CYPRUS) LIMITED. Альфа-Банк-ი 2015 წლის მონაცემებით, 255,000 კორპორატიულ კლიენტსა და 13,6 მილიონ ფიზიკურ პირს ემსახურება.

Альфа-Банк-ის სტრატეგიულ მიზანს რუსეთში კერძო ბანკის ლიდერის პოზიციის შენარჩუნება წარმოადგენს. ბანკი აქტივების საიმედოობასა და ხარისხს დიდ ყურადღებას უთმობს.

„კომერსანტი” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არკვევს, რასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი: “კომერსანტი”

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი: ევროკავშირისთვის რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო შეთანხმებას წონა არა აქვს
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლიას ქალიშვილმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა