დონალდ ტუსკი: ევროკავშირისთვის რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო შეთანხმებას წონა არა აქვს

ტუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავს

nonaldtuski-cr-739x428ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე მან შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის გამო. „ამ შეთანხმებით ირღვევა საერთაშორისო სამართალი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს“ -აღნიშნმა დონალდ ტუსკიმ. მისი განმარტებით, ამ შეთანხმებას არანაირი წონა არ გააჩნია ევროკავშირისთვის, რომელიც ემხრობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა
შემდეგი სტატიარუსული Альфа-Банк-ი საქართველოში შემოდის