ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროებმა 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი სპიკერი, დენიელ ჰაგარი აცხადებს, რომ სამხედროებმა გუშინ დაწყებული ბრძოლების დროს 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს სამხრეთ ისრაელსა და ღაზას სექტორში, ათობით ტერორისტი კი დაატყვევეს.

„ამ საათის მდგომარეობით, ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან, მიმდინარეობს ჩხრეკა უამრავ ქალაქში.ყველა ქალაქში არიან ისრაელის თავდაცვის ძალები, არ არსებობს ქალაქი, სადაც ისინი არ არიან“, – განაცხადა ჰაგარმა პრესკონფერენციაზე.

ჰაგარი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მისიაა, ღაზას საზღვარზე მდებარე ქალაქებიდან ყველა მაცხოვრებლის ევაკუაცია, ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლების დასრულება, უსაფრთხოების ბარიერის დარღვევის გაკონტროლება და ტერორისტების ზონაში დარტყმების გაგრძელება.

banner
წინა სტატიაშიისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიარუსულ აგრესიას უკრაინაში 506 ბავშვი ემსხვერპლა