რუსთავში თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებენ

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით რუსთავში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროტესტის მიზნით შეკრება სოციალური ქსელით დაიგეგმა. ისინი ძველი ტარიფის დაბრუნებას და კომპანიისგან „ინტერ ტრანსი“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ.

აქციას რუსთავის საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ამირან ჯანჯღავაც შეუერთდა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, მათ შორის ამოქმედდება შესაბამისი სანქციები კომპანიის წინააღმდეგ.

​​რუსთავი-თბილისს შორის მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ საფასური თვითნებურად გაიზარდა და მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. კომპანია „ინტერ ტრანსის“ განცხადებით კი, რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობის გაძვირებით ხელშეკრულება არ დაურღვევიათ.

banner
წინა სტატიაში,,20 000-ს მთხოვდა მიხეილ რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს მათ გადავახდევინებ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს”
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი ერთ-ერთ ბიზნესმენს ცემით ემუქრება