,,20 000-ს მთხოვდა მიხეილ რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს მათ გადავახდევინებ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს”

20 000-ს მთხოვდა მიხეილ რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ , მაგრამ ლარს მათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან ე.წ. ციანიდის თემაზე საუბარიც გაიხსენა.

„ყოფილ პრემიერს კვირიკაშვილს რომ ვესაუბრე სხვა ძალოვნებთან ერთად ამ თემაზე, არა მარტო გიორგი გახარია ვახო გომელაურიც იქ იყო… მეუფეო, რომელი იდიოტი დაიჯერებს, რომ შეორენას მოკვლა უნდოდათო, ხომ იცით რაც უნდოდათო. თავიდან რაც იყო, ის შემოგვთავაზეს, მერე შეცვალეს.

გეტყვით, ერთლარიანი მოსამართლეები იყვნენ, ერთლარიანი პროკურორები.

ჩემზეც ახლა, ლარი გამომიწერა, ჩემზე თუ დაკვეთა არ იყო, ცოტა ხნით ადრე, გოგა ხაინდრავამ ხუთი რამე დააბრალა ეკა გიგაურს, იმაზე არაფერი არ იყო და ვიღაც რამიშვილზე რაღაც ვთქვი და ჯერ გასარკვევია, მართალი ვთქვი თუ ტყუილი. საქართველოში არ არის ცილისწამებაზე მუხლი. 20 000-ს მთხოვდა რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს იმათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა. მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებული ცილისმწამებლური განცხადების საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი – ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე მეუფე პეტრე – ვინც არ უნდა იყოს, ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას არ ვაპატიებ
შემდეგი სტატიარუსთავში თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებენ