რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით 500 ლარი გაიტაცა. მაღაზიაში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერა, თუმცა ჯერ დამნაშავის იდენთიფიცირება ვერ მოხდა, რადგან მას სახე დაფარული ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართეთ, რომ დაჩქარდეს ტატუნაშვილის გადმოსვენება
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება იქნება