“რუსთავი2 გააჩერეთ!” – გიორგი კვირიკაშვილი საკუთარი დაცვის სამსახურს მიმართავს

“რუსთავი2 გააჩერეთ!” – ასე მიმართა საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დაცვის სამსახურს მაშინ, როცა კურიერის გადამღები ჯგუფი მისგან შს მინისტრის განცხადების შეფასებას ითხოვდა, რომელიც დღეს გიორგი მღებრიშვილმა დილით გააკეთა.

შს მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ძალა ცდილობს არჩევნების წინ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას. დამატებითი დეტალები გიორგი მღებრიშვილს დღეს აღარ გაუვრცელებია.

გიორგი კვირიკაშვილმა მანამდე აღნიშნა, რომ “მინისტრი რასაც საუბრობდა, ჰქონდა საფუძველი”.

https://www.youtube.com/watch?v=RxKTAnhIseg

banner
წინა სტატიაშიგიორგი რუხაძე: სია არის პარტიაში მიმდინარე პროცესების სახე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური” მოძრაობიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ პროვოკაციას აპირებენ