ირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური” მოძრაობიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ პროვოკაციას აპირებენ

“ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს პროვოკაციებს, ეს ინფორმაცია მათი რიგებიდან ჟონავს” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე პარტიულ დონეზე აქვთ ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციების შესახებ.

“გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა ამ ეტაპზე გასაჯაროვებისგან თავს ვიკავებთ და როგორც კი გვექნება ინფორმაცია ამ პროვოკაციის დანაშაულებრივ მხარეებზე, მაშინვე მივმართავთ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ “ნაციონალურ მოძრაობს” “მარგინალური და უსუსური“ ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ “ისინი 8 ოქტომბერს განწირულები არიან დამარცხებისთვის”.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი2 გააჩერეთ!” – გიორგი კვირიკაშვილი საკუთარი დაცვის სამსახურს მიმართავს
შემდეგი სტატია“მოვუწოდებ ყველა ევროპელ მოთამაშეს, ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტონ”