გიორგი რუხაძე: სია არის პარტიაში მიმდინარე პროცესების სახე

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფილი წევრი გიორგი რუხაძე პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სია არის სწორედ სარკე იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა პარტიაში.

“რა თქმა უნდა, სიის საკითხი არის მნიშვნელოვანი საკითხი და სია არის სწორედ სარკე იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა პარტიაში. სიაში კვოტები მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პაატა ბურჭულაძის პარტია აღარ არის, შესაბამისად, რა თქმა უნდა, სია გახდა მიზეზი, მაგრამ სანამ სიამდე მივიდოდით, მე ბოლომდე ვიბრძოდი იმისთვის, რომ ეს გაერთიანება არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, პაატა ბურჭულაძე, რომელიც დღეს არის პოლიტიკური მძევალი გირჩისა და ახალი საქართველოსი და ეს ყოფილიყო მცირე პოლიტიკური ძალები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, გაერთიანებული პაატა ბურჭულაძის გარშემო. სწორედ ამისთვის ვიბრძოდი ბოლო წუთამდე, თუმცა სია და მასში თანაფარდობა პაატა ბურჭულაძის ლიდერებისა და დანარჩენი ლიდერების, გახდა ის ძირითადი მიზეზი და ასევე ინდიკატორი იმისა, რომ ეს პარტია პაატა ბურჭულაძის უკვე აღარ იყო და იმ ადამიანების, რომლებმაც მასტან ერთად დაიწყეს ეს მოძრაობა”,- აცხადებს რუხაძე.

banner
წინა სტატიაშიქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან კონჯარია წარადგინეს
შემდეგი სტატია“რუსთავი2 გააჩერეთ!” – გიორგი კვირიკაშვილი საკუთარი დაცვის სამსახურს მიმართავს