,,რუსთავი 2″-ის წაღებით, საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებთ -ოთარ კახიძე უმრავლესობას

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება ზრდის ფასებს საწვავზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, ტრანსპორტირებასტან დაკავშირებულ პროდუქტებზე ფასის ზრდას. მთავრობის გადაწყვეტილებებთან კავშირშია მისი თქმით, რუსთავი2ის საქმე, რადგან კახიძე ფიქრობს,რომ ხელისუფება კრიტიკის მოსმენას ერიდება და თან ინფორმაციის მიღების ჩახშობით საზოგადოების პროტესტის ჩახშობას ცდილობს. ”თუკი საზოგადოებას საკითხებზე ინფორმაციის მიღებას აუკრძალვათ და თქვენ საკუთარი მიმართულებით წაიყვანთ, ეს ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ბენზინის გაძვირებით გამოწვეული პროდუქტების გაძვირება, ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირ დაარტყამს. ეს არაფრით შეცვლის გაძვირებული მენდიკამენტების შესახებ არსებულ ფაქტს. ეს არ შეცვლის ლარის გაუფასურებით გამოწვეულ შედეგებს. ამას საზოგადოება საკუთარ ჯიბეზე მაინც იგრძნობს და საზოგადოების პროტესტის ამ გზით ჩახშობას ვერ შეძლებთ”, – მიმართა კახიძემ ”ქართული ოცნების” წევრებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილს, გიორგი გახარიას, კახი კალაძესა და სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ
შემდეგი სტატიაირაკლი კოვზანაძე: პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი თანამშრომლობენ