გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი გახარიას, კახი კალაძესა და სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი გახარიას, კახი კალაძესა და სანდრა რულოვსს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიასა და კახი კალაძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სამთავრობო თანამდებობია.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის მე-2 ნომერმა, სანდრა რულოვსმა კი, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

კენჭისყრა პარლამენტში დღეს შედგა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა უწევთ გუგული მაღრაძეს, დავით მათიკაშვილსა და გიორგი ხატიძეს.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ კი – გიორგი ღვინიაშვილს.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ხდება
შემდეგი სტატია,,რუსთავი 2″-ის წაღებით, საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებთ -ოთარ კახიძე უმრავლესობას