ირაკლი კოვზანაძე: პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი თანამშრომლობენ

ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, როდესაც გამოაცხადა დედოლარიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ეს 33 ათას მოაქალაქეს უმსუბუქებს ცხოვრებას,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი თანამშრომლობენ.

„ეს არის შემთხვევა, როცა ერთ დოლარზე ხდება ოცი თეთრით დაფინანსება და ამავე დროს 8 პროცენტით არის რეფინანსირება. არ არის ეს არაორდინალური შემთხვევა და მსგავსი ფაქტები არის პრაქტიკაში. 65 მილიონი იხარჯება ბიუჯეტიდან და ამას მაკროეკონომიკური გავლენა ექნება დედოლარიზაციის შემცირებაზე“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

banner
წინა სტატიაში,,რუსთავი 2″-ის წაღებით, საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებთ -ოთარ კახიძე უმრავლესობას
შემდეგი სტატია“ამას ჰქვია საოკუპაციო რეჟიმის ლიბერალიზაცია” – ხოშტარია კანონში შესატან ცვლილებებზე