„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაშლილ კარვებში გაატარა

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა მთელი ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაატარა. „რუსთავი 2“-თან წუხელ კარვები გაიშალა, რაც ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება. მოქალაქეებმა ტელეკომპანიასთან შეკრება უზენაესი სასამართლოს იმ განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს, რომლითაც 9 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

“რუსთავი2”-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმის შესახებ განაცხადებს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი ერთიანი ძალებით შეეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ბოლომდე დაიცავენ სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას. განცხადება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, დღეს 12:00 საათზე პოლიტსაბჭოს ერთიან გაფართოებულ ბრიფინგზე გაკეთდება.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ…
შემდეგი სტატიაreuters: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეცვალა ქვეყნის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის მფლობელობა