reuters: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეცვალა ქვეყნის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის მფლობელობა

People gather in front of a building of Georgia's Supreme Court to support the opposition TV channel "Rustavi 2" in Tbilisi, Georgia, March 2, 2017. REUTERS/David Mdzinarishvili

სააგენტო reuters -ი რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაეს სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება – საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეცვალა ქვეყნის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის მფლობელობა – ნათქვამია სააგენტოს სიუჟეტში.

საინფორმაციო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობასთან შეკრებილმა ასობით მაყურებელმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და რუსთავი 2-ის მომხრეებმა, მხარდაჭერის გამოსახატად კომპანიის სტუდიაში გადაინაცვლეს. სიუჟეტის ავტორი ასევე იხსენებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ, კრიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ქიბარ ხალვაში გააჩუმებს მთავრობის მიმართ ერთადერთი ძლიერი კრიტიკული მედიის ხმას.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაშლილ კარვებში გაატარა
შემდეგი სტატიანატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნა