ირინა სარიშვილი: ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ…

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების

რუსთავი-2 ს ეზოში, აქციაზე მისულმა ირინა სარიშვილმა ტელეკამერებთან პროცესების საკუთარი შეფასება გააკეთა…
,,მე მგონი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირ ახალ რეალობას არ ქმნის… ახალ რეალობას ქმნის ალბათ მათთვის ვინც ამას არ ელოდა. ხოლო ის ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედული ვართ ბოლო წლების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში მათთვის და პირადად მეც, ზუსტად იმას ველოდი – რაც მოხდა. სამწუხაროდ ამ წლების განმავლობაში ნელ-ნელა წყვეტს ფუნქციონირებას ივანიშვილის საფეოდალოში ყველა სამართლებრივი ინსტიტუტი…. დაწყებული პარლამენტიდან გაგრძელებული სასამართლო ხელისუფლებით. აიტომ ის, რასაც დღეს აქ ვხედავთ, ეს არის ხელისუფლების მიზეზით გამოწვეული იძულებითი ნაბიჯი. მე აქ მოსული ვარ არა როგორც რუსთავი-2-ს მეგობარი და მინდა მოვუწოდო პირველ რიგში იმათ ვინც არ ეთანხმება რუსთავი-2-ს პოზიციას… საკუთარი აზრის დაცვა ადვილია და მას ისედაც ყველა ვიცავთ… თავისუფალი აზრის პატივისცემა და და მისი დაცვა ეს პირველ რიგში გახლავთ სხვისი, განსხვავებული აზრის დაცვა და აქ იქნება ეს – ტელეკომპანია ,,იმედში,, ,,ტვ პირველში,, ,,იბერიაზე,, თუ სადაც არ უნდა იყოს, თითქმის ყველა ტელევიზიას გავლილი აქვს მეტ-ნაკლებად წლების განმავლობაში ანალოგიური სიტუაციები, ადამიანი საკუთარი სიტყვის, საკუთარი თავისუფლების დასაცავად უნდა გამოვიდეს. სამწუხაროდ ეს ხელისუფლება არ ტოვებს ამ გზის გარდა სხვა ალტერნატივას. თუ მათ გაუხსნის ღმერთი გონებას და გვექნება იმის საშუალება ამ ადამიანებს ხელისუფლებაში – დაველაპარაკოთ არა ქუჩიდან, არამედ იმ ადგილებიდან სადაც მათ რეალურად პრობლემები უნდა გადაწყვიტონ, ძალიან კარგი, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში თუ ეს ილუზია ვინმეს ჰქონდა – დღეს მაინც უნდა დამსხვრეოდა.
-ეს ყველაფერი თავად ხელისუფლებისთვის იქნება იმდენად სახიფათო – რამდენადაც ხალხი ამას გააპროტესტებს… ანუ ამის პროგნოზირება დღევანდელი დღის მერე უფრო იქნება შესაძლებელი. მე ამ შემთხვევაში იმდენად ამ ხელისუფლების ხიფათი არ მაწუხებს, რამდენადაც მთელი ქვეყნის ხიფათი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი უცხოელი მეგობრების დამოკიდებულება ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ასეთი მოლენების მიმართ… დღესაც ძალიან ბევრის განცხადება მოვისმინე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსთავი-2-ს მიმართ აი ასეთ ქმედებებს, ისევე როგორც სხვა ტელევიზიების მიმართ და ერთი რამ არის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება რაც უფრო უხეშად დაარღვევს საერთაშორისო ნორმებს, უხეშად დაარღვევს დაწერილ თუ დაუწერელ კანონს რომელიც რეალურად თავისუფლების ფუნდამენტში დევს, მით უფრო დაშორდება დასავლეთს და მით უფრო აღმოჩნდება რუსული გავლენის სფეროს ტყვეობაში. ეს არის მთავარი საფრთხე ჩემი აზრით.
-რაც შეეხება ხალხის პროტესტს… მე ამაში ვგულისხმობ როგორც ხალხის რაოდენობას, ასევე აქციების პერმანენტულობას… რაც შეეხება პერმანენტულობას, მე მგონი 20 წუთიანი და ნახევარსაათიანი აქციების დრო დამთავრდა, იმიტომ რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რამდენი მოსმართლეა გმირი რომელმაც არ ხელი მოაწერა ამ გადაწყვეტილებას და რამდენმა შეასრულე ხელისუფლების დაკვეთა, შედეგი სახეზეა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქციების პერმანენტულობა აუცილებელია, ეგებ ამან მაინც გამოაფხიზლოს ხელისუფლება და რამენაირად ვეცადოთ, რომ მომავალ თუნდაც ადგილობრივ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ. სოციალური იქნება ეს თუ ამ ტიპის, თავისუფალი სიტყვის დაცვის მიზნით ან რაიმე პოლიტიკური მიზნით აფეთქებისა და კონფლიქტების გარეშე მივიდეთ ადგილობრივ არჩევნებამდე მაინც… მაგრამ მე ეჭვი მეპარება… ჩვენ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ. ერთის მხრივ, თუ ეს აქციები არ იქნება კარგად მოტივირებული და არ ექნება მას თავისი კონკრეტული მიზანი და არ ეყოლება კონკრეტული ორგანიზატორი ძალა, შეიძლება ამან გამოიწვიოს ქაოსი… და მეორეს მხრივ – თუ ჩვენ არაფერზე ხმას არ ამოვიღებთ, ვყაბულდებით მონებივით ცხოვრებას.
-რაც შეეხება აქციების ორგანიზატორ ძალას, არააქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პირველი ან მეორე… მე ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლება, სოციალური პრობლემები ეს ის საკითხებია, რომელიც ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა აერთიანებდეს – თუ ისინი ხალხზე ზრუნავენ… და ასეთ შემთხვევაში საერთოდ ერთი დიდი გაერთიანება, რომ შედგეს ორგანიზაციების კარგი იქნება. თუ ერთი ორგანიზაცია ტრამალის მგელივით შემორჩება ამ აქციებს, ასეთ სიტუაციაში არაფერი არ გამოვა. სწორედ ამაზე მუშაობს ივანიშვილი და მისი ასე ვთქვათ მოხერხებულობა, მთელი ამ წლების განმავლობაში გამოიხატა სწორედ ამაში… ანუ გაჩენა რაღაც ბზარების, შემდეგ ამ ბზარების საშუალებით ერთმანეთთან დაპირისპირება და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ აქ რისთვისაც ვდგევართ, გარწმუნებთ, რომ აქ ძალიან ბევრი – ჩემი მეგობარი არაა… ზოგთან ბევრი არაფერი მაკავშირებს მაგრამ ეს ის თემაა, რაც ყველა აქ მდგომს გვაკავშირებს. ისევე როგორ უნდა დაგვაკავშიროს გიორგი მამალაძის თემამ… უდანაშაულო ადამიანის თემამ… სოციალურმა გაჭირვებამ. ანუ ეს ისეთი თემებია, რომელმაც თუ ვერ გვაიძულა ცოტა ხნით მაინც ერთად დავდგეთ, მაშინ ეს ქვეყანაც დაღუპილია და არც ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ.,,

banner
წინა სტატიაში“რუსთავი2”-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად-ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმის შესახებ განაცხადებს
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერების გარკვეულმა ნაწილმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაშლილ კარვებში გაატარა