“რუსთავი 2-ის” თანამშრომელმა კახა კუბლაშვილმა შსს-ს შენობა დატოვა

news
ავტ.: news დეკემბერი 9, 2015 17:44

“რუსთავი 2-ის” თანამშრომელმა კახა კუბლაშვილმა შსს-ს შენობა დატოვა

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ რუსთავი 2-ის თანამშრომელმა კახა კუბლაშვილმა შსს-ს შენობა დატოვა. უწყებაში განმარტავენ, რომ ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორის მძღოლი დაკითხვაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გასაუბრებაზე დაიბარეს იმისათვის, რომ დამატებითი დეტალები გაერკვიათ.

საუბარია რუსთავი 2-ის მიერ 8 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენლები კახა კუბლაშვილის გადაბირებას ცდილობდნენ. ისინი კუბლაშვილის ხელფასითაც დაინტერესდნენ და თანხმობის შემთხვევაში, პირობების გაუმჯობესებასაც დაჰპირდნენ.

news
ავტ.: news დეკემბერი 9, 2015 17:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics