ვიქტორ დოლიძე: მივესალმები, თუ დავით კირვალიძე ჩვენ რიგებში გაწევრიანდება

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

დეპუტატი ვიქტორ დოლიძე მიესალმება, თუკი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე “თავისუფალ დემოკრატებში” გაწევრიანდება.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, კირვალიძე თავისი საქმის პროფესიონალია.
“ამ თემაზე დავითთან საუბარი არ მქონია, მაგრამ თუ ის ჩვენ რიგებში გაწევრიანდება, ამას მხოლოდ მივესალმები”, – აღნიშნა დოლიძემ.
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, შესაძლოა, პარტია “თავისუფალ დემოკრატებში” გაერთიანდეს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ქართულ მედიაში გავრცელდა. თავად პარტიაში ფაქტს არცადასტურებენ და არც უარყოფენ.

თავად ყოფილ მინისტრს “თავისუფალ დემოკრფატებში” გაწევრიანების შესახებ კომენტარი მედიასთან ამ დრომდე არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიდავით კირვალიძე, შესაძლოა, “თავისუფალ დემოკრატებში” გაერთიანდეს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-ის” თანამშრომელმა კახა კუბლაშვილმა შსს-ს შენობა დატოვა