სერგო რატიანი: თქვენ საფრთხის ქვეშ დააყენეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

“თქვენ საფრთხის ქვეშ დააყენეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ჩვენ კი მაქსიმალურად შევძელით და ეს მოვლენები შევაჩერეთ” – აღნიშნული განცხადება სერგო რატიანმა პარლამენტში, ვიზალიბერალიზაციის თაობაზე რეზოლუციის განხილვის დროს გააკეთა.

“დღეს საუბარია ერთიანობაზე და ეს მოწოდება ეხება ნაციონალურ მოძრაობას, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს შევუერთდეთ. 2 დღის წინ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ხელი მოაწერა დოკუმენტს და ამას არ შეუერთდა 3 საპარლამენტო ფრაქცია – ქართული ოცნება, კონსერვატორები და მრეწველები. ეს ერთიანობა თქვენ რამდენიმე დღის წინ დაარღვიეთ, რადგან იქ სრულიად უმტკივნეულო მოწოდება იყო რომ მთავრობა აცნობიერებს იმას რომ მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული პროცესების განვითარება.

ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს, მაგრამ აუცილებელია ყველამ გაითავისოს საკუთარი პასუხისმგებლობა – თქვენ უნდა აკეთოთ თქვენი საქმე, ჩვენ ვიყოთ სადარჯოზე, რათა თქვენ რაიმე სახიფათო არ გააკეთოთ.

არის თუ არა სახიფათო, როცა შერჩევითი სამართალია ქვეყანაში, როცა თქვენ რუსეთთან გაწყვილებენ, როდესაც თქვენ გყავთ სინდისის პატიმრები, სასამართლოში სერიოზული პრობლემაა. სწორედ ამ პროცესების შესაჩერებლად უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყველაფერი და ასეც მოვიქეცით”,- განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2-ის” თანამშრომელმა კახა კუბლაშვილმა შსს-ს შენობა დატოვა
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: არამგონია ამ ფრამაზამ ხელი შეუშალოს ვიზალიბერალიზაციას