რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდები უჩა აბაშიძის სახლთან მივიდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან გადმოინაცვლა, სადაც პოლიცია იმყოფება.

საცხოვრებელ სახლთან პოლიციას აქციის მონაწილეების წინ კორდონი აქვს გაკეთებული.

ადგილზე მოვიდა უჩა აბაშიძის ადვოკატი გიორგი მახარაძეც, რომლის თქმითაც, ბლოგერი მას პირადად არ დაკავშირებია. ადვოკატი მის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა სამართალდამცველები მას შენობაში არ უშვებენ.

უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 1 საათის წინ სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. ამავე ცნობებით, აბაშიძეს ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია სამხედრო ჟურნალისტთან მის ოჯახის წევრებს არ უშვებს
შემდეგი სტატია“ჩემი შვილი, ლილე, დღეს 11-ის გახდა. ეტყობა დაბადების დღის მოსალოცად ურეკავდნენ…”-გიორგი ნონიაშვილი