პოლიცია სამხედრო ჟურნალისტთან მის ოჯახის წევრებს არ უშვებს

სამხედრო ჟურნალისტის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიციაა შესული. სამხედრო ექსპერტის სახლში არ უშვებენ მისი ოჯახის წევრებს და არც თავად აბაშიძეს აძლევენ ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობას. რა საგამოძიებო მომედებებს ატარებენ სამართალდამცველები, ჯერჯერობით უცნობია.

უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. ამავე ცნობებით, აბაშიძეს ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.

“უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობა და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ, რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს”, – წერს სოციალურ ქსელში სოფია თოდუა.

ასევე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ იგივე შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს მისი ყოფილი მეუღლე.

„შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან”, – წერს დოდი ხარხელი.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდები უჩა აბაშიძის სახლთან მივიდნენ