რუსთაველის გამზირზე დაშავებული ჟურნალისტების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს

რუსთაველის გამზირზე დაშავებული ჟურნალისტების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მედიის წარმომადგენლებს ყველა სამართლებრივ პროცედურაში იურიდიულ დახმარებას გაუწევს.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელ აქციაზე მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხებზე. მოვედით გამოკითხვაზე, რათა სრულყოფილად მივაწოდოთ გამოძიებას ინფორმაცია იმაზე, რაც ხდებოდა. ჯერ არ გვაქვს დაზარალებულის სტატუსი. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, ხომ არ იყო სამსახურებრივი გულგრილობა პოლიციელების მხრიდან, რამაც რეალურად გამოიწვია შედეგები, რაც დადგა. გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა ღონისძიებები ჩაატარა სახელმწიფომ, რომ ეს არ მომხდარიყო. გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს, რამდენად ჯეროვნად შესრულდა სამსახურებრივი მოვალეობები პოლიციელების მხრიდან“, – განაცხადა იურისტმა ბექა თაკალანძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე საგანგებო სესიის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, რომელზეც პრემიერი და შს მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მზადაა, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებს