ვაშაძე საგანგებო სესიის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, რომელზეც პრემიერი და შს მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე ბიუროს სხდომაზე გამოვიდა საგანგებო სესიის გამართვის ინიციატივით, რომელზეც პრემიერი და შს მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.

„თქვენ თუ რეალურად ფიქრობთ, რომ გუშინ იყო უმძიმესი ძალადობრივი აქტი, მაქვს შემოთავაზება და თხოვნა, მოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და გაგვცეს კითხვებზე პასუხი, რატომ ვერ დაიცვეს ჩვენი მოქალაქეები; რატომ მოხდა ის, რომ პოლონელი ტურისტი, რომელიც დავით გარეჯის გადასაღებად არის ჩამოსული, დღეს დაჭრილი წევს საავადმყოფოში. ამაზე პასუხი უნდა მოვითხოვოთ და როცა მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, მართლა მაინტერესებს, თქვენ ეთანხმებით, რომ მაქსიმუმი გაკეთდა გუშინ? თქვენ ფიქრობთ რომ პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა?“ – აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, როგორც უმრავლესობის ლიდერის, ისე მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და სხვების განცხადებები იყო წამქეზებელი.

„გავაკეთოთ საგანგებო სესია, მოვიდეს პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც ასევე ძალიან ცუდი განცხადება გააკეთა დილით, 11:00 საათზე, რასაც მოჰყვა მერე აღვირახსნილი ძალადობა ქუჩაში, მოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი. მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ, წინააღმდეგ შეთხვევაში, ყველაფერი იქნება ზედაპირული განცხადება მოვალეობის მოხდის მიზნით, რომ ჩვენ რაღაცა არ მოგვეწონა და ა.შ.“ – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური მოძრაობა “დროა” პარლამენტთან დღეს დაანონსებულ აქციას უერთდება
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე დაშავებული ჟურნალისტების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს