„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მზადაა, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მზადაა, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სახელმწიფომ ვერ აღკვეთა მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობა და ხელისუფლება ვალდებულია აანაზღაუროს მედიასაშუალებებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ დამდგარი ზიანი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საგანგაშოდ მიიჩნევს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. ძალადობრივ აქციაზე დაშავებულთა ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ აღკვეთა მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობა და ვერ შეასრულა საკუთარი პოზიტიური ვალდებულება. შესაბამისად, სახელმწიფო პასუხისმგებელი და ვალდებულია აანაზღაუროს მედიასაშუალებებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ დამდგარი, როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 599 911 558 ან 599 080 299“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე დაშავებული ჟურნალისტების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს
შემდეგი სტატიაადვოკატი – ვინც გუშინ ჟურნალისტებზე იძალადა, ნებისმიერი მათგანის დაცვაზე უარს ვაცხადებ