რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა 3 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გიორგი ხარაზიშვილი და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მცხოვრები მამუკა კოპაძე დააკავეს. ხარაზიშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა. რაც შეეხება მამუკა კოპაძეს, იგი რუსმა სამხედროებმა სოფლის განაპირას, ქართველი სამართალდამცავების არაკონტროლირებად ტერიტორიიდან აიყვანეს. ორივე მათგანი ამ დროისათვის ცხინვალის დაკავების იზოლატორში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიდღეს პალმირაში მარინის თეატრის ორკესტრი კონცერს ჩაატარებს
შემდეგი სტატიაჟურნალისტი ეკა მიშველაძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება