ჟურნალისტი ეკა მიშველაძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

თბილისის პროკურატურაში ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ადვოკატთან ერთად მივიდა. მიშველაძე უწყებაში უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით დაიბარეს.

მიშველაძის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ მიშველაძის საქმე შს სამინისტროდან პროკურატურაში საია-ს მოთხოვნის საფუძველზე დაბრუნდა.

ეკა მიშველაძემ პროკურატურაში შესვლამდე განცხადება გააკეთა.

„აბსურდული სახე მიღო ამ პროცესმა, თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს საქმე უნდა გამოეძიებინა პროკურატურას. ჩემი განცხადების საფუძველზე 5 წლის ბავშვიც გაიგებდა, რომ აქ შეიძლება გამოიკვეთოს პოლიციის რომელიმე ქვედანაყოფის სტრუქტურის ან მათი თანამშრომლის დანაშაული, ამ პამპულაობას რა აზრი ჰქონდა ვერ გავიგე, მინდა ვთქვა, რომ სულაც არ მაქვს იმედი რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება, იმიტომ რომ ეს არის საქმე, რომელიც სწორედ ამ ხელისუფლებას უკავშირდება,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბესიკ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის საქმეზე გია უდესიანსა და ალექსანდრე მუხაძეს ბრალი წაუყენეს