ჩუგოშვილი და მეზვრიშვილი ერევიან სასამართლოს საქმიანობაში და აკეთებენ უპასუხისმგებლო განცხადებებს – ქვლივიძის ადვოკატი

ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატი აცხადებს, რომ საჯარო თანამდებობის პირებმა, კონკრეტულად კი თამარ ჩუგოშვილმა და ნათია მეზვრიშვილმა უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთეს.
„პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებაზე მოგახსენებთ – მან თქვა, რომ სასამართლოს რეპუტაციას სერიოზული ზიანი ადგება. ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ საქმე გვქონდა პოლიციელების თავდასხმაზე.
ისინი პირდაპირ ერევიან სასამართლოს საქმიანობაში. ისინი აკეთებენ ზეპირ და უპასუხისმგებლო განცხადებებს. იმედი მაქვს, თქვენ ამას გაუძლებთ. თქვენი გადაწყვეტილებით ამას შევაფასებთ“, – განაცხადა ადვოკატმა ზაზა მესხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის სარჩელს განიხილება.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს მომხდარი დაჭრის შემდეგ, დაკავებულ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

banner
წინა სტატიაშითამაზ ქვლივიძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა – პროკურორი
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს