რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენიდან 18 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს

საოკუპაციო ხაზთან მორიგი გატაცება მოხდა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენიდან რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მკვიდრი, 18 წლის მამაკაცი გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ის ე.წ. საზღვართან ახლოს ცხენით გადაადგილდებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “თაიმერ”-ს მამაკაცის გატაცების ფაქტი დაუდასტურეს.

banner
წინა სტატიაშიისლამურმა სახელმწიფომ სირიაში ქიმიური იარაღი ისევ გამოიყენა
შემდეგი სტატია(video) კიევში მიხეილ სააკაშვილის მიტინგი მიმდინარეობს