(video) კიევში მიხეილ სააკაშვილის მიტინგი მიმდინარეობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 27, 2016 16:16

(video) კიევში მიხეილ სააკაშვილის მიტინგი მიმდინარეობს

კიევში მიხეილ სააკაშვილის მიტინგი მიმდინარეობს. მათ ხელში უკრაინის სახელმწიფო დროშები უკავიათ.მიტინგის ლოზუნგია „რადას უკანასკნელი ზამთარი“.
აქციის ორგანიზატორები არიგებენ ბუკლეტებს „რადას ასი შეუსრულებელი დაპირება“ და „ჩვენი მოთხოვნები“. შეკრებილების ძირითადი მოთხოვნებია: ტელევიზიით პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების შეცვლა, არ მიეცეთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება დიქტატორულ კანონებზე ხმის მიმცემებს, გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნების სისტემა და არ მიეცეთ კენჭისყრის უფლება მათ, ვინც აცდენს სხდომებს და ღილაკებზე ხელის დამჭერებს.

“დადგა დრო გავარღვიოთ ეს წრე, ხმამაღლა ვუთხრათ ამ დანაშაულებრივ ჯგუფს, ამიერიდან უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ამიერიდან უკრაინელი ხალხის წინაშე იქნება მთავრობა ანგარიშვალდებული და არა ოლიგარქების წინაშე. ამიერიდან უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს, ვინ წარმოგვადგენს ჩვენ უმაღლეს რადაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

https://youtu.be/fNfyenUo11s

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 27, 2016 16:16

Google სტატისტიკა


3,658
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics