ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში ქიმიური იარაღი ისევ გამოიყენა

ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში ქიმიური იარაღი კიდევ ერთხელ გამოიყენა. თურქული მედიის ინფორმაციით, მომწამლავი გაზით სავსე ჭურვები ტერორისტებმა პროვინცია ჰალილიეში, ამბოხებულების პოზიციებთან ააფეთქეს.
თურქეთის გენშტაბის განცხადებით, დაბომბვის შემდეგ 22 მებრძოლს ტოქსიკური გაზით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებათ.
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც გაკეთდა. მოსკოვში აცხადებენ, რომ ტერორისტებმა იპრიტის შემცველი ჭურვებით ალეპოს ერთ-ერთი რაიონი დაბომბეს, რომელზეც კონტროლი სირიის სამთავრობო ძალებმა აღადგინეს. იერიშის შედეგად მაშინ 2 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

banner
წინა სტატიაშისაფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენიდან 18 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს