რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი სარაკეტო სისტემა “ურაგანიდან” დაბომბეს. ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა.

“დილით ოკუპანტებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს ზელენოდოლსკის თემს “ურაგანებიდან”. სწორედ მაშინ დაარტყეს, როდესაც ხალხი სამსახურში მიდიოდა. ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია. განადგურდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი”, – დაწერა მან Telegram-ზე.

ამასთან, კრივოი-როგის სახმედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ვილკულმა თავის Facebook-ზე დაწერა, რომ დაბომბვები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ოკუპანტებმა გამოიყენეს აკრძალული იარაღები – ე.წ. ფოსფორის ბომბები და კასეტური საბრძოლო მასალა.

“კრივოი-როგში სტიუაცია სრულად კონტროლდება. ღამის განმავლობაში ორკები ბომბავდნენ კონტაქტის მთელ ხაზს, მათ შორის აკრძალული ფოსფატისა და კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენებით”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი – ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის: შინ, ინფლაციისა და ფასების ზრდის წინააღმდეგ და საზღვარგარეთ კვებავს მათ, ვინც მშიერი დარჩა რუსული სისასტიკის გამო
შემდეგი სტატიადედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო