რუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილ მოზარდებს შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე მათი საყვარელი ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ასევე, მათ საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.

დღესვე, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ფოცხოეწერში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით კავკასიური სოჭის ნერგები და 70 ძირი ელდარის ფიჭვი დაირგო.

ფოცხოეწერში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო
შემდეგი სტატიარატომ არ ადევს ინკასო იმედის და მაესტროს ანგარიშებს, მუშაობა რომ არ შეუფერხდეთ?