სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ მოსახლეობას, მერიის მიერ 2019 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების და კულტურული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მერის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული აქცენტი სოციალურ პროგრამებზე გაკეთდა. მიმდინარე წელს 3071 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, რისთვისაც დაიხარჯა 1 054 002 ლარი. კულტურულ-შემეცნებითი, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების განსახორციელებლად გამოიყო 2 061 900 ლარი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში 4 678 708 ლარის სამუშაოები ჩატარდა. დაიგო 55 კილომეტრი გზა, მათ შორის 54 კილომეტრი ასფალტი და 2 კილომეტრი ბეტონის საფარი.

ბაგა-ბაღებში რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში 289 385 ლარის სამუშაოები ჩატარდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 საბავშო ბაგა-ბაღს.

ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით საჯარო სკოლებში 860 000 ლარის სამუშაოები ჩატარდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 33 საჯარო სკოლაში, პირველ ეტაპზე მოეწყო შშმ პირებისთვის პანდუსები, სახურავები, კარ-ფანჯრები და სველი წერტილები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჯიხაიშის, ტოლების, საჯავახოს, გორმაღალის და კულაშის ამბულატორიებს, რისთვისაც დაიხარჯა 99 926 ლარი.

საანგარიშო შეხვედრას, რომელიც ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრში გაიმართა, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, მედია-საშუალებები, პედაგოგები, ააიპ-ების წარმომადგენლები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთში ზვიად შალამბერიძეს, მაჟორიტარ დეპუტატს გია მიქელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ნუგზარ ჯამბურიას, საკრებულოს წევრებს, კომუნალური გაერთიანების, კეთილმოწყობის და გამწვანების სამსახურს, სახანძრო-სამაშველო სამსახურს, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, თვითმმართველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭომ კიდევ 6 კანდიდატი შეარჩია, მათ შორის სილაგაძე, რომელიც პარლამენტმა დაიწუნა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილ მოზარდებს შობა-ახალი წელი მიულოცა