კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში და გვეხმარება, რომხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული

დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას ავტობუსების ახალი ქსელიწარუდგინა.

პრეზენტაციის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო რეფორმაში ჩართულ ორგანიზაციებს და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო საფინანსოორგანიზაციას – აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს, საფრანგეთის და გერმანიის მთავრობებს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის.

ასევე, მადლობას ვუხდი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში და გვეხმარება, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და განვახორციელოთ ყველა ისპროექტი, რომელიც განვითარებულ, დიდ ქალაქებში არის მიღებულიდა უკვე განხორციელებული“, განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა სრულად მოაგვარებს თბილისში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. „რა თქმა უნდა, მეამაყება როგორც ქალაქის მერს, რომ ჩვენი ქალაქიც უერთდება იმ დიდი ქალაქების რიცხვს, სადაც ანალოგიურიპრობლემები სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებით მოგვარდა.

რაც შეეხება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, ჯერ კიდევ2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, მესაზოგადოებას წარვუდგინე შვიდი პოლიტიკა, რომელიც იქნებოდა პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის. ეს იყო ის მიმართულებები, სადაცყველაზე მეტი პრობლემა იყო. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ შვიდი პოლიტიკიდან იყო სატრანსპორტო პოლიტიკა და როდესაც მოგვეცა უფლებამოსილება, პირველივე დღიდან შევუდექით მუშაობას.

ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ახალი ავტობუსების შემოყვანა, მიკროავტობუსების მოწესრიგება და ახალი ავტობუსების შემოყვანა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტობუსის ზოლების გაჩენა ქალაქში, იმისთვის, რომ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა ყველაზე სწრაფად, დაბრკოლების გარეშე შეძლონ გადაადგილება.

დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს როგორც ავტობუსით, ისე მიკროავტობუსით და მეტროთი, შესაბამისად, ამ მიმართულების მოწესრიგება იყო ჩვენი დანაპირები და ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ მას ამ რეფორმის განხორციელებით.მიკროავტობუსი თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ავტობუსთან და მეტროსთან. მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კომფორტული უნდა იყოს მგზავრობ ადა უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

დღეს გვაქვს უბნები, რაიონები, ქუჩები,სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდხანს ლოდინი უწევს მგზავრს, სანამ ავტობუსიან მიკროავტობუსი გამოივლის. ეს ყველაფერი იქნებადა რეგულირებული და მოწესრიგებული. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა“, – აღნიშნა კახაკალაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე -„ლელო“ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა, არჩევნებამდე ჩამოყალიბებული ხედვით, თუ როგორ ვდგამთ ყველა ნაბიჯს არჩევნების მეორე დღიდან