რუსლან აბაშიძე – ნებისმიერი პროცესს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელდება, არ ექნება ლეგიტიმაცია, სანამ არ მოხდება გაერთიანება და დევნილების ღირსეული დაბრუნება

ნებისმიერი პროცესს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელდება, არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია, სანამ არ მოხდება გაერთიანება და დევნილების ღირსეული დაბრუნება, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში რთული პროცესი მიმდინარეობს.

„ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს სოხუმში, ეს პროცესები არის დაწყებული არა გუშინ და გუშინწინ, ეს მიმდინარეობს დიდი ხანია და ამ პროცესების ძირითადი მიზეზი არის ოკუპაცია და მილიტარიზაცია. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჩავრთოთ ყველა საერთაშორისო პარტნიორი. ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა. შესაბამისად, არც ერთ პროცესს, სადაც არის გათვალისწინებული საზოგადოების ჩართულობა, არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია. ყველა ასეთი პროცესი მიმართული იქნება იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალა ეცდება ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ლეგიტიმაციას. ნებისმიერი პროცესს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელდება, არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია, სანამ არ მოხდება გაერთიანება და დევნილების ღირსეული დაბრუნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი – ცე ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია