რუსი ტროლები ავსტრალიაშიც აღმოაჩინეს

რუსი ტროლები ავსტრალიის “ტვიტერშიც” აქტიურობდნენ – ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს. მკვლევარებმა ადრე “ტვიტერის” მიერ გამოქვეყნებული 3841 აკაუნტი გააანალიზეს და “ინტერნეტ-კვლევის სააგენტოს” (ცნობილი, როგორც “ტროლების ფაბრიკა”) მიერ გამოყენებული ბლოგები შეისწავლეს, რომელიც აშშ-ს 2016 წლის არჩევნებისთვის სპეციალურად შეიქმნა. კომპანიის მონაცემებით, “ტვიტები”, რომელიც ამ აკაუნტებიდან ვრცელდებოდა, როგორც წესი, ერთნაირი იყო – ისინი აშშ-ში ეთნიკურ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტს აღვივებდნენ.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ტროლებმა ხუთი ათასზე მეტი “ტვიტი” გამოაქვეყნეს, სადაც ნახსენებია სიტყვები “ავსტრალია”, “MH17”, “ავსტრალიელი პოლიტიკოსები” და სხვა. ტროლები იქვე უთითებდნენ “სპუტნიკისა” და ” RT”-ს პუბლიკაციების ბმულებს.

ტროლები, მაგალითად, წერდნენ: “გააგზავნეთ მთავრობა ჯოჯოხეთში”, “ტონი ებოტი (ავსტრალიის ყოფილი პრემიერი) ტერორისტული საშიშროებით მანიპულირებას ახდენდა და მას პოლიტიკურ იარაღად იყენებდა” და სხვა – “დოიჩე ველე” წერს.
მეცნიერების თქმით, რუსი ტროლები ავსტრალიაში აქტიურობდნენ 2015-2017 წლებში. მიმდინარე წელს მათი “ტვიტები” შემცირებულია.

banner
წინა სტატიაშისკანდალით დაწყებული მერკელის ამიერკავკასიური ვიზიტი
შემდეგი სტატიაკახა მიქაია შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს