კახა მიქაია შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს

გიხაროდენ!!!
ლაშა გოგია

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის წარდგენისას შსს-ს მინიტრმა მუნიციპალიტეტის მერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართა. გიორგი გახარიამ მათ უთხრა, რომ არავინ არ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ამასთან, მან თქვა, რომ მთავრობის მხრიდან განსაკუთეებული ყურადღება მიექცევა სამეგრელოს, განსაკუთრებით კი ზუგდიდს.

როგორც ჩანს, მაგარ ,,ხოდზეა” ჩვენი შს მინისტრი.
ბატონო გიორგი, ხუთოსნები და შეფასების ხუთბალიანი სისტემა საბჭოთა კავშირს დიდი ხანია ჩაბარდა და ის ახლა რუსეთში მოქმედებს.
საქართველოში კი შეფასების ათბალიანი სისტემაა დანერგილი!
თუმცა(ეს თქვენი საყვარელი სიტყვაა),  სამეგრელოში თქვენი ვოიაჟის დროს მერების მიმართ გამოთქმულმა შენიშვნებმა, მოწოდებებმა და შეფასებებმა ჩემში გარკვეული ასოციაციები აღძრა და ამის შესახებ მინდა მოგახსენოთ!
ბატონო გიორგი, ქართული ოცნების მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების უმეტესობა, დღევანდელი შეფასებითი სისტემიდან გამომდინარე, მართლაც ხუთოსნები არიან, ე. ი . ოროსნები!
მათი საქმიანობა მართლაც იმსახურებს საბჭოთა ორიანს და თანამედროვე ხუთიანს!
ასე რომ, ტყუილად ნუ ირჯებით, ბატონო მინისტრო!
და კიდევ, რაც შეეხება მათ პარტიულობას და მენტალობას, მათი(მერების) უმრავლესობა ხუთოსნები იყვნენ, არიან და სიკვდილამდე იქნებიან, რადგან მათი პარტიული ნიშანი ხუთიანია,
ხუთიანი კი ალბათ იცით, რომელი პარტიის საარჩევნო ნომერია!
მომიკითხეთ, ბატონო მინისტრო ,,ხუთოსნები” და მათი კლასის დამრიგებლის, როლანდ ახალაიას საკლასო ჟურნალიც გადაათვალიერეთ, ემანდ რამე არ გამოგეპაროთ!!!-აცხადებს ” დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქია.

banner
წინა სტატიაშირუსი ტროლები ავსტრალიაშიც აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიანატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ