რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით 20 000-მდე საქმეა აღძრული – უკრაინის შს მინისტრის მოადგილე

რუსეთის ფედერაციის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით უკვე აღძრულია 20 000-მდე სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინა პავლიჩენკომ ზაპოროჟიეში განაცხადა.

„დღეს სამართალდამცავი უწყებები, ეროვნული პოლიცია პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა განყოფილებებთან ერთად მუშაობენ იმ დანაშაულების დოკუმენტირებაზე, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე. ეროვნული პოლიციის მიერ უკვე აღძრულია 20 000-მდე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის მასშტაბით. საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულები მოიცავს სექსუალური ძალადობის ფაქტებსაც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის “ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ომის გამო, თავდაცვის შესაძლებლობები უნდა გავზარდოთ – ორბანი