“რუსეთთან საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ისეთ თემებზე, რომელიც არ ვნებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს”

საქართველოს პრეზიდენტის, პრესსპიკერი ეკა მიშველაძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან საუბარი და დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ ისეთ თემებზე და საკითხებზე, რომელიც არ ვნებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.

მიშველაძე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია “რუსი დეპუტატის კომენტირებას არ აპირებს”.

“რაც შეეხება დამატებით ურთიერთობას და ბერკეტებს რუსეთთან ურთიერთობის მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, მიგვაჩნია, რომ რუსეთთან საუბარი და დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ ისეთ თემებზე და საკითხებზე, რომელიც არ ვნებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს”, – განაცხადა მიშველაძემ.

ცნობისთვის, რუსი დეპუტატი საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის აღდგენისთვის საჭირო პროცედურების დაწყების მზადყოფნას გამოთქვამს.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, “დსთ-ის საქმეთა კომიტეტი მზადაა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საქართველოსთან თანამშრომლობის აღდგენას – როგორც საპარლამენტოსი, ისე ნებისმიერი სხვა სახის”.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, პარლამენტს ეყოლება კარგი თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაიან კელი: მედია პლურალიზმი და დამოუკიდებელი მედია აშშ-ის მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია