დავით უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, პარლამენტს ეყოლება კარგი თავმჯდომარე

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პოლიტიკოსი ჩაანაცვლებს.

როგორც უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, პარლამენტს კარგი თავმჯდომარე ეყოლება.

„მე ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ დარწმუნებული ვარ, სათანადო კვალიფიკაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე იქნება შერჩეული და საქართველოს პარლამენტს ეყოლება კარგი პარლამენტის თავმჯდომარე, ამაში დარწმუნებული ვარ.

ვისურვებდი, რომ პარლამენტიც ისე მარტივად დალაგებადი იყოს,როგორც პარლამენტის თავმჯდომარის საკითხია გადასაწყვეტი“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლოს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე ვარაუდობს, რომ ახალ პარლამენტშიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება
შემდეგი სტატია“რუსეთთან საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ისეთ თემებზე, რომელიც არ ვნებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს”