იან კელი: მედია პლურალიზმი და დამოუკიდებელი მედია აშშ-ის მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

მედია პლურალიზმი და დამოუკიდებელი მედია შეერთებული შტატების მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს განცხადება იან კელიმ რუსთავი 2-ში სტუმრობისას გააკეთა. აშშ-ის ელჩი ტელეკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. იან კელიმ რუსთავი 2-ის პავილიონები დაათვალიერა და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„ერთი წელია საქართველოში ვიმყოფები და მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მოვსულიყავი და დამეთვალიერებინა რუსთავი 2 და შევხვედროდი ჟურნალისტებს. ეს არ არის რაიმე სახის ახალი სიგნალი ჩემი მხრიდან. ჩვენი მუდმივი გზავნილია ის, რომ აშშ მხარს უჭერს მედია პლურალიზმს. ქართველ ხალხს უნდა ქონდეს წვდომა ყველა შეხედულებასთან. მან უნდა მოუსმინოს საზოგადოებისა და პოლიტიკის ყველა წარმომადგენელს. დემოკრატიის გადარჩენისა და განვითარებისთვის აუცილებელია იყოს ისეთი არხები, როგორიც არის რუსთავი 2. ის წარმოადგენს ყველა შეხედულებას. მე ამერიკელი დიპლომატი ვარ და არ ვუჭერ მხარს ერთ რომელიმე ტელევიზიას. მაგრამ, ვუჭერ მხარს იმას, რასაც რუსთავი 2 წარმოადგენს. რუსთავი 2-ის არსებობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მედია სივრცეში მედია პლურალიზმია, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს იან კელი.

banner
წინა სტატიაში“რუსეთთან საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ისეთ თემებზე, რომელიც არ ვნებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში,მე მზად ვარ საუბრისთვის