რუსეთში შეიძლება, „ბორჯომის“ შეტანა აიკრძალოს

რუსეთში შეიძლება, „ბორჯომის“ შეტანა აიკრძალოს

ბორჯომირუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან მიერთების გამო, უკრაინას, საქართველოს, ჩერნოგორიას, ალბანეთს, ლიხტენშტაინს და ნორვეგიას საპასუხო სანქციები უნდა დაწესდეს. კერძოდ, საქართველოსთან მიმართებით საუბარია „ბორჯომისა“ და ქართული ღვინოების რუსეთში შეტანის აკრძალვაზე. „საქართველომ, რუსეთის ბაზარზე ანტირუსული სანქციებით საფრთხის ქვეშ დააყენა „ბორჯომისა“ და ღვინოების შემოტანა,“ – განაცხადა კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ. “იოლად ქართული ღვინოების და მინერალური წყლის გარეშეც გავალთ. ჩვენ საკუთარი წყლებიც ბევრი გვაქვს. ჩვენ ყირიმი უნდა განვავითაროდ – ღვინო, ტურიზმი. კარგი ღვინო, არანაირი ქიმია, როგორც ქართული! – განაცხადა პარლამენტარმა. შეგახსენებთ: 1 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის 31 იანვრამდე გააგრძელა. სანქციებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიც შეუერთდნენ, მათ შორის, საქართველოც.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: „იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბადრაგის თანხლებით!“
შემდეგი სტატიამაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე სარჩელი საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა