ნიკა რურუა: „იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბადრაგის თანხლებით!“

ვინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას?–ნიკა რურუა„იგორ გიორგაძე ჩვეულებრივი რუსი დივერსანტია, რომელსაც მხოლოდ გვარი აქვს ქართული,“ – ამის შესახებ საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ამასთან, რურია უშიშროების ყოფილ მინისტრს „კგბ-ს გამოზრდილ ტერორისტს“ უწოდებს და წერს, რო, გიორგაზე ჯერ „საბჭოთა, შემდეგ კი – რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებს მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, რაც მან არაერთხელ შეასრულა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.“
ნიკა რურუას თქმით, გიორგაძის საქართველოში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ბადრაგის თანხლებით.
„ის ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერია,“ – მიიჩნევს რურუა.

banner
წინა სტატიაში(video) ერევანში დაძაბულობამ პიკს მიაღწია
შემდეგი სტატიარუსეთში შეიძლება, „ბორჯომის“ შეტანა აიკრძალოს