სამადაშვილი: კონგრესმენების განაცხადი ნიშნავს, რომ ივანიშვილი და კობახიძე დასანქცირდებიან

ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი კონგრესმენების წერილს ეხმაურება, რომელიც მათ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს გუშინ გაუგზავნეს.

სამადაშვილის თქმით, კონგრესმენების განაცხადა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური და ქართული ოცნების დეპუტატები აშშ-ის მიერ სანქცირებული იქნებიან.

“ჩვენ უკვე ოფიციალურად დავადექით ბელარუსის გზას, როდესაც აშშ-ის კონგრესი ამბობს, რომ თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, მოუწევს მიიღოს საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი, ისეთი როგორიც არსებობს ბელარუსისთვის.

რას ნიშნავს ეს, ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის, რეჟიმის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ხელს აწერენ საქართველოს გასაბჭოების და დემოკრატიის გაუქმების მათ შორის 83 დეპუტატისთვის, რომელიც ხმას აძლევს ამ კანონს, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო დონეზე აშშ-ის მიერ იქნებიან სანქცირებული, როგორც ფინანსურად, ასევე, შეიზღუდება მათი გადაადგილება”, – ამბობს სამადაშვილი.

გუშინ 29 კონგრესმენმა კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართა. მათ პრემიერს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესმენები აცხადებენ, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას გადაწყვეტს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი: დრო იწურება დარჩით ევროკავშირის გზაზე, ამ გზაზე თქვენ გვერდით ვარ