რუსეთში სამხედრო აღრიცხვის ოფისს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

რუსეთის ქალაქ ნიჟნევარტოვსკში სამხედრო აღრიცხვის ოფისს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია ერთ-ერთ „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით იუწყება.

„ნიჟნევარტოვსკში სამხედრო აღრიცხვის ოფისს უცნობმა პირებმა 2 მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. შენობას გარე მხრიდან ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა იგი მალევე ჩააქრეს. ადგილზე აღმოჩენილია კიდევ ერთი გამოუყენებელი მოლოტოვის კოქტეილი“, – ნათქვამია არხის განცხადებაში.

მომხდარის გამო ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშიჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა „აზოვსტალი“ – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიამიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე გერმანიაში უკრაინის ელჩს მიმართავს – საკუთარი გამონათქვამებით ქმნით რისკს, დააზარალოთ უკრაინის საქმე