მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე გერმანიაში უკრაინის ელჩს მიმართავს – საკუთარი გამონათქვამებით ქმნით რისკს, დააზარალოთ უკრაინის საქმე

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე, აშშ-ში გერმანიის ყოფილი ელჩი ვოლფგანგ იშინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის ელჩ ანდრეი მელნიკს მიმართავს, ნუ ცდილობს, მიუთითოს მასპინძელ ქვეყანას, რა გააკეთოს.

„პატივცემულო ანდრეი მელნიკ, ჯობს, შეჩერდით წამით. თქვენ აქ ხართ აკრედიტებული ელჩი და საკუთარი ძლიერი გამონათქვამებით ქმნით რისკს, დააზარალოთ უკრაინის საქმე. ბევრი წლის წინ მე ვურჩიე რიჩარდ გრენელს (გერმანიაში აშშ-ის ყოფილ ელჩს): „განმარტეთ თქვენი ქვეყნის პოლიტიკა, თუმცა ნუ ცდილობთ, მიუთითოთ მასპინძელ ქვეყანას, რა გააკეთოს“, – წერს ვოლფგანგ იშინგერი.

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა გუშინ განაცხადა: „გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი „გაბრაზებული ძეხვივით“ იქცევა, როდესაც უკრაინაში ჩასვლაზე უარს ამბობს“.

banner
წინა სტატიაშირუსეთში სამხედრო აღრიცხვის ოფისს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს
შემდეგი სტატიადასავლეთს შეუძლია ომის დასრულება უკრაინის პრეზიდენტზე მეტი ზეწოლითა და მისი არმიისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით – პუტინი მაკრონს ესაუბრა